SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი UFO-სთან შეჯახებას გადაურჩა

SpaceX-ის კოსმოსურ ხომალდს, Crew Dragon Endeavor-ს  დაუდგენელმა ობიექტმა ჩაუფრინა იქამდე, სანამ ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მივიდოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Nypost ავრცელებს. 

აშშ-ს კოსმოსურმა სარდლობამ, ორბიტაზე გასვლის შემდეგ, ხომალდის ეკიპაჟი გააფრთხილა უცნობ ობიექტთან შესაძლო შეჯახების შესახებ.

”შეჯახების შესაძლებლობა იმდენად გაიზარდა, რომ მისი თავიდან აცილების მანევრის გამოთვლისა და შესრულების დრო აღარ იყო”- განაცხადა  NASA-ს სპიკერმა კელი ჰამფრიზმა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ობიექტმა კოსმოსური ხომალდიდან დაახლოებით 28 მილის მოშორებით გაიარა.

საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ეკიპაჟისთვის ან კოსმოსური ხომალდისთვის რეალური საფრთხე არ არსებობდა.