SpaceX-მა ორბიტაზე 50 თანამგზავრი გაიყვანა

კომპანია SpaceX-მა თავისი ქსელისთვის Starlink 48 მინი თანამგზავრი, ასევე ორი მიკროსატელიტი BlackSky გაიყვანა. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

რაკეტამ Falcon 9 სტარტი კანავერალის კონცხის კოსმოდრომიდან თბილისის დროით 03:12-ზე აიღო.

ქსელი Starlink შექმნილია იმისთვის, რომ 260 კგ წონის მქონე მოწყობილობების დიდი რაოდენობით განლაგებით, ინტერნეტთან მასობრივი წვდომა უზრუნველყოს. SpaceX-ის შეფასებით, ჯამში11000 თანამგზავრის გაშვება და ექსპლუატაციაში გაშვება 10 მილიარდი დოლარი დაჯდება. კომპანია ირწმუნება, რომ შეძლებს, უზრუნველყოს ფართოზოლოვანი ინტერნეტი წამში 1 გიგაბიტი სიჩქარით, რაც 5G სტანდარტს შეესაბამება.

2019 წლის მაისიდან SpaceX-მა ორბიტაზე უკვე 1,9 ათასი თანამგზავრი Starlink გაუშვა.