Space X-მა Starlink-ის 60 ერთეული უახლესი თაობის ინტერნეტ სატელიტით აღჭურვილი რაკეტა Falcom 9 კანავერალის კონცხზე განლაგებული კოსმოსური ცენტრიდან ადგილობრივი დროით 16:22 საათზე წარმატებით გაუშვა.
Falcom 9-ის რიგით მე-14 მისია წარმატებით განხორციელდა. რაკეტა წყალზე განლაგებულ საცდელ პლატფორმაზე უსაფრთოდ დაეშვა.
Space X 2020 წლამდე ორბიტაზე Starlink-ის 12 000 ინტერნეტ სატელიტის გაშვებას გეგმავს. მისიის მიზანი მსოფლიოს უახლესი თაობის, 1GB/წმ სიჩქარის სანდო ინტერნეტით უზრუნველყოფაა. მისიის მთავარი სამიზნე მსოფლიოს ის წერტილებია, სადაც ინტერნეტი ამ დრომდე ხელმისაწვდომი არ არის.