სროლა იტალიაში - არის მსხვერპლი

იტალიის ქალაქ არდეას ქუჩაში უცნობმა პირმა სროლა დაიწყო, რის შედეგადაც ერთი გარდაიცვალა, 2 ადამიანი კი დაშავდა. 

აგილობრივი მედიის ცნობით, მოკლულია მოხუცი და დაჭრილია მისი ორი შვილიშვილი. პირველადი ინფორმაციით, სროლა ურთიერთდაპირისპირებას მოჰყვა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ "კარაბინიერებისგან" მიმალვა მოახერხა. იტალიის პოლიცია სამძებრო საგამოძიებო სამუშაოებს, როგორც შემთხვევის ადგილზე, ასევე მის გარშემო მდებარე ქუჩებსა და ქალაქის სხვა ტერიტორიებზეც აწარმოებს.