სროლა სტუდენტურ წვეულებაზე - არის მსხვერპლი

ერთი ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა სტუდენტურ წვეულებაზე მომხდარი სროლის შედეგად. 

შემთხვევა აშშ-ის ქალაქ ფორტ-ველში, ჯორჯიის შტატში, უნივერსიტეტთან ახლოს მოხდა. 

Fox News-ის ცნობით, სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყეს.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობის, ან დანაშაულის მოტივის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.