სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროკავშირის ინტერესებშია - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანში, შეჰიდთა ხეივანში საბჭოთა კავშირის აგრესიის დროს დაღუპულთა სასაფლაო ყვავილებით შეამკო.

შარლ მიშელი ამის შესახებ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.  

"პატივი მივაგე აზერბაიჯანელების წინააღმდეგ საბჭოთა აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას. უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროკავშირის ინტერესებშია და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენელი ნაწილია", წერს შარლ მიშელი.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით გუშინ ჩავიდა.