სტამბოლის მერი კორონავირუსით დაინფიცირდა

სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციის პრესმდივანმა მურატ ონგიუნმა განაცხადა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეტინ კოჯას განცხადებით, კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების 40% სტამბულში ფიქსირდება.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა თურქეთში 10 მარტს დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 357 ათასს აჭარბებს, გარდაიცვალა 9 658 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 311 520 პაციენტი.