სტამბოლში, აია სოფიას კედელში ჩანაწერები და ნახატები იპოვეს - PHOTO

აია სოფიაში შემთხვევით კედელში დამალული იდუმალი ჩანაწერები და ნახატები აღმოაჩინეს. ინფორმაციას Sabah ავრცელებს.

"გასულ თვეებში ერთ-ერთმა დამსწრემ დაინახა, რომ კედელს ქვა მოშორდა. როდესაც მისი ადგილზე დაბრუნება სცადეს, ნახეს, რომ იქ არის ტომარაში გახვეული პერგამენტი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფურცლებზე და პერგამენტზე, რომელიც შიგნით იპოვეს, არის წარწერები ევრითზე და ნახატები.

აღმოჩენა პოლიციამ ამოიღო და სტამბოლის პროკურატურას გადასცა, რომელმაც, შემდგომში, კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტს ისტორიული ღირებულების გასარკვევად და დაწერილის შინაარსის დასადგენად მიმართა.

ფოტოები: Sabah.