სტამბოლში დაკავებულ რუს ჟურნალისტებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

სტამბოლში რუსული ტელეკომპანია НТВ-ს ჟურნალისტი და ოპერატორი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მათ, შესაძლოა, ჯაშუშობაში წაუყენონ ბრალი.

თურქეთის კანონების მიხდვით, სამხედრო ობიექტებზე არასანქცირებული გადაღება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯაშუშობა კი 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსი ჟურნალისტები თურქეთში 3 დეკემბერს დააკავეს. მათ გადაღებებისთვის აუცილებელი ნებართვები არ ჰქონდათ. ისინი გადაღებებს თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებლის შტაბ-ბინასთან ახორციელებდნენ.