სტამბოლში ISIS-თან სავარაუდო კავშირის გამო 8 ადამიანი დააკავეს

თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში რვა ადამიანი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამისტურ სახელმწიფოში" (ISIS) მონაწილეობის ფაქტზე. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ანტიტერორისტული ოპერაცია ერთდროულად ქალაქ სტამბოლის 10 რაიონში განხორციელდა. ეჭვმიტანილების ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.