სტამბოლში ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა

სტამბოლში ძლიერი ქარის გამო სახურავის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ძლიერი ქარი თურქეთის დასავლეთ რეგიონში დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ძლიერი სამხრეთ-დასავლეთის ქარი თურქეთის უმეტეს ნაწილში ფიქსირდება. ბევრ პროვინციაში ქარიშხალმა სახლებს სახურავები გადახადა. სტამბოლში საათიანი კოშკი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერი ქარის გამო, ბოსფორის სრუტეში გემების მოძრაობა შეჩერებულია.