სტამბოლში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

სტამბოლში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამსახურები, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.