სტილისტს დასაგრძელებელი თმა მოპარეს

რუსეთში, პეტერბურგში დაუდგენელმა პირმა თმის დაგრძელების ხელოსანი გაძარცვა. ამის შესახებ პოლიციაში განაცხადეს.

განცხადება 22 წლის ქალმა შემოიტანა. მისი თქმით, 6 მაისს ერთ-ერთ სახლთან დაუდგენელი პირი, ფიზიკური ძალის გამოყენებით, თავს დაესხა და თმის დაგრძელების კომპლექტი გაიტაცა.

ეჭვმიტანილი დაკავებულია. ის 25 წლის უმუშევარი მამაკაცია. თმა ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.