სტოკჰოლმში სროლა მოხდა

სტოკჰოლმში, კისტას რაიონის სავაჭრო ცენტრში სროლა მოხდა. ამის შესახებ გაზეთი Aftonbladet წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ადგილზე პოლიცია მუშაობს. სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა.

"მგონი, იყო სროლა. მეტი არაფერი ვიცი", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა, მატს ერიკსონმა.

გაზეთის ინფორმაციით, სროლასთან სამი ადამიანია დაკავშირებული, რომლებიც ამჟამად სავაჭრო ცენტრის შენობაში იმყოფებიან.