სტოკჰოლმში სუამ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 28-ე სხდომის ფარგლებში, რომელიც 2-3 დეკემბერს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში იმართება, დღეს სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 37-ე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობა შეფასდება და მომავალი წლების წინადადებები განიხილება.

2022 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარეობას მოლდოვა გადაიბარებს. 2021 წელს სუამ-ის თავმჯდომარე საქართველო იყო.