სტოლტენბერგმა განმარტა, რატომ არის NATO აღმოსავლეთ ევროპაში

NATO აძლიერებს დაჯგუფებას აღმოსავლეთ ევროპაში, რათა აჩვენოს თავისი მოკავშირეების დაცვის სიმტკიცე და ეფექტურობის უნარი, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ესტონეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ალიანსი „აღმოსავლეთის მიმართულების“ გაძლიერებას, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ NATO მუდმივად აფასებს მის ყოფნას აღმოსავლეთ ევროპაში და ბოლო წლებში ამ მიმართულებით დაჯგუფება გააძლიერა.

”ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია, რათა უზრუნველვყოთ, რომ არ მოხდეს გაუგებრობა NATO-ს სიმტკიცისა შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რაც ყველა მოკავშირის დაცვას გულისხმობს", - განაცხადა მან.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ თავისი მოკავშირეების დასაცავად ალიანსი ყოველთვის მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა.