სტრასბურგ-პარიზის მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა - განახლებულია

გრანდ-ესტის რეგიონში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

პრეფექტურის ინფორმაციით, მატარებელში, რომელიც ლიანდაგებიდან გადავიდა, 348 მგზავრი იმყოფებოდა.

ადგილზე 92 მეხანძრე მუშაობს.

12:14 

ელმავალი და რამდენიმე ვაგონი, რომელიც სტრასბურგიდან პარიზში მიემართებოდა, დღეს დილით ლიანდაგებიდან გადავიდა. ამის შესახებ რადიოსადგური Europe1 იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის მემანქანე.