სტუდენტმა უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა - არიან დაღუპულები

რუსეთის პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.

რუსული მედიის ცნობით, სროლის შედეგად 14 ადამიანია დაშავებული.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად თავდამსხმელი პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ის 18 წლის სტუდენტი, ტიმურ ბეკმანსუროვია.