სუამ-ის სამდივნო განცხადებას ავრცელებს

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის სამდივნო უსამძიმრებს აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, რომლებიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების გამწვავების შედეგად დაიღუპნენ.

განცხადება ორგანიზაციის "ტვიტერზე" გამოქვეყნდა.

"სუამ-ის სამდივნო უსამძიმრებს გარდაცვლილი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს და აზერბაიჯანელი ერის მიმართ სოლიდარობას უსვამს ხაზს", - აღნიშნულია განცხადებაში.