სუდანში ანტისამხედრო მიტინგზე 12 ადამიანი დაიღუპა

სუდანში, "მილიონიან დემონსტრაციაზე" გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. 

აქციის მონაწილეები პროტესტს ხელისუფლების საომარი გზით დამხობის წინააღმდეგ გამოხატავდნენ. 

აქცია სუდანის რამდენიმე ქალაქში ერთობლივად გაიმართა. 

სუდანის ცენტრალური სამედიცინო კომიტეტის განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შედეგად სამი დემონსტრანტი დაიღუპა და 110-ზე მეტი დაშავდა.

სუდანის პოლიციამ უარყო ინფორმაცია უსაფრთხოების ძალების მიერ მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების შესახებ.