სუდანში მომხდარ თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა

სუდანში, დარფურის რეგიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ქალაქ აბუდოსში ცეცხლი გახსნეს. დარუპულთა შორის არიან ბავშვები და ქალები. 

თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა დაახლოებით 20 ადამიანი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, ვინაიდან დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.