სუდანში შეტაკებებს 13 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ სუდანში თემებს შორის შეტაკებებს, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, 16 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Xinhua ავრცელებს.

"უსაფრთხოების ძალების განლაგების შემდეგ, სიტუაცია დასტაბილურდა", - განაცხადა შტატის პოლიციის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, კონფლიქტი ორ თემს შორის უკვე 10 წელია გრძელდება.