სუმოს მოჭიდავე კორონავირუსით გარდაიცვალა

იაპონიის სუმოს ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

მოჭიდავე კიოტაკა სუეტაკე (შობუში), 28 წლის ასაკში, კორონავირუსის გამო გარდაიცვალა. სპორტსმენი საავადმყოფოში 8 აპრილს გადაიყვანეს. 

19 აპრილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და მისი ინტენსიური მკურნალობა დაიწყო, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.