სუპერმენი ეკრანზე არ ბრუნდება

ბრიტანელმა მსახიობმა, სუპერმენის როლის შემსრულებელმა, ჰენრი კევილმა, სუპერმენის დაბრუნების შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო.

”ჭორები ყოველდღიურად უფრო და უფრო მატულობს. სუფერმენის ეკრანზე დაბრუნების გეგმები არ ყოფილა და ასეთი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.  სუპერმენი ფანტასტიკური გმირია. ხალხი საუბრობს ამაზე და ნორმალურია, რადგან ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ, კვლავ იხილონ ის ეკრანებზე. მე კიდევ ვითამაშებ სუპერმენს, რადგან მე მიყვარს ის", - განაცხადა კევილმა.

შეგახსენებთ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კევილი სუპერმენის ეკრანზე დაბრუნებისთვის ამერიკული კომიქსების გამომცემლობასთან მოლაპარაკებების აწარმოებდა.