სვეტლანა ციხანოვსკაია მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვეტლანა ციხანოვსკაია მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. ამის შესახებ თავად ციხანოვსკაიამ Twitter-ზე დაწერა.

”ეს ბელარუსისთვის სოლიდარობის გამოხატვისა და თავისუფლებისათვის ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის აღიარების შესანიშნავი ფორმაა, რამაც გასული წლის აგვისტოდან მთელ მსოფლიოს შთააგონა”, - აღნიშნა ციხანოვსკაიამ.

სააგენტო AFP-ის ცნობით, ნობელის პრემიაზე ბელარუსის ოპოზიციის სამივე ლიდერია წარდგენილი, კერძოდ  სვეტლანა ციხანოვსკაიას, მარია კოლესნიკოვა და ვერონიკა ცეპკალო.