ტაილანდში კორონავირუსისგან პირველი ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გარდაიცვალა ტაილანდში. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Pattaya News ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი 35 წლის ტაილანდის მოქალაქეა, რომელსაც იანვრის ბოლოს ცხელება აღენიშნებოდა, ხოლო თებერვლის დასაწყისში კორონავირუსზე ჩატარებულმა გამოკვლევამ დადებითი პასუხი აჩვენა.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით, კორონავირუსს პირველი ადამიანი ემსხვერპლა აშშ-შიც.