ტაილანდში მასწავლებელმა საბავშვო ბაღის აღმზრდელები ტუალეტში ჩაკეტა - VIDEO

ტაილანდში მასწავლებელს, რომელმაც საბავშვო ბაღის აღმზრდელს სცემა, მშობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ Daily Mail წერს.

30 წლის მასწავლებელი საბავშვო ბაღში ფარულად დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა, თუ როგორ საყვედურობს და სცემს 3 წლის გოგონას. კამერებმა ასევე დააფიქსირა, რომ აღმზრდელი ბავშვებს ტუალეტში კეტავდა.

საზარელი შემთხვევის შემდეგ, მშობლებს, საბავშვო ბაღის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მასწავლებელმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. დაზარალებული გოგონას მშობლები მასწავლებელს თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ, ხოლო დანარჩენი მშობლები მათ დამშვიდებას ცდილობდნენ.