ტაილანდში პენსიონერ ექიმებს სამსახურში დაბრუნებას სთხოვენ

ტაილანდის ხელისუფლება შრომისუნარიან პენსიონერებს მიმართავს, სამედიცინო დაწესებულებებში სამუშაოდ დროებით დაბრუნდნენ. მოწოდებით დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვისანუ კრიანგამი გამოვიდა.

"მთავრობამ სპეციალური ბიუჯეტი გამოყო პენსიონერი ექიმებისთვის, რომლებიც სამსახურში დაბრუნდებიან, რათა ეპიდემიას ვებრძოლოთ", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ასეთი ზომა აუცილებელია, თუკი ეპიდემიის მესამე ფაზა დაიწყება, როდესაც ინფიცირების წყაროს დადგენა უკვე შეუძლებელია და კორონავირუსი უფრო აქტიურად გავრცელდება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ტაილანდში ამჟამად მეორე ფაზაა, რომელიც კონტროლს ექვემდებარება.