ტაივანის სანაპიროსთან 5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ტაივანის სანაპიროსთან ზღვაში 5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Xinhua ჩინეთის სეისმოლოგიური ქსელების ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:50 საათზე, 13 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.

ამ დროისათვის მსხვერპლის, ზარალის ან მოსალოდნელი ცუნამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.