ტაივანში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთით 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

მიწისძვრის ეპიცენტრი სანაპირო ზოლზე, ქალაქ ჰუალიანიდან 9 კილომეტრში, 25,8 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა

ბიძგები ტაივანის 4 ქალაქში იგრძნობოდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.