ტაივანში ბოლო 200 დღის განმავლობაში COVID-19-ის შიდა გადაცემის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ Guardian წერს.
ტაივანში მოქმედებს რეგულაცია, რომლის თანახმად, უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანები სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან. დარღვევის შემთხვევაში პირი 35 000 დოლარით ჯარიმდება.
23-მილიონიან ტაივანში პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ი 550 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია შვიდი ადამიანი.
ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ტაივანის წარმატების საიდუმლო "SARS-თან“ ბრძოლის გამოცდილებაშია. 2003 წელს აქ "SARS-ით" ათასობით ადამიანი დაინფიცირდა, 73 კი დაიღუპა.