ტაივანში მატარებლის კატასტროფისას დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

ტაივანში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.

გამოცემის ცნობით, დაშავებულია 146 მგზავრი. სულ კი, მატარებლით 500-მდე ადამიანი მგზავრობდა.

 შემთხვევა დილის 9 საათზე ჰუალიანის მახლობლად, დაცინშუის გვირაბში მოხდა. მატარებლის შემადგენლობაში 350 მგზავრზე გათვლილი 8 ვაგონი იყო.

მატარებელი გვირაბში შესვლისას ტექნიკას შეეჯახა, რომელიც რელსებს ქვებისგან ასუფთავებდა. მეორე და მესამე ვაგონები რელსებიდან გადავიდა, მეოთხე და მეხუთე ვაგონები სერიოზულად დეფორმირებულია. ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.