თაჯ-მაჰალში ევაკუაცია გამოცხადდა

ინდოეთში თაჯ-მაჰალის მავზოლეუმის ტერიტორიიდან ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი აფეთქების შესახებ შემოსული შეტყობინებაა. ამის შესახებ გამოცემა Hindustantimes წერს.

მედიის ცნობით, ტერიტორია 1000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.

სპეციალისტებმა კომპლექსი შეამოწმეს და ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს.

პოლიციის ცნობით, ზარის ავტორი მამაკაცი იყო, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ ჯარში რეკრუტირების დროს დისკრიმინაცია ფიქსირდება.