ტაჯიკეთის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა - VIDEO

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში, ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა.

ხანძარმა აფეთქება გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ Asia-Plus ავრცელებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლის სიმაღლე 50 მეტრს აღწევდა. ახლომდებარე სახლები დაზიანდა. ხანძარს საათნახევრის მანძილზე 10 ბრიგადა აქრობდა.

სახანძრო სამმართველოს ცნობით, არის მსხვერპლი. გარდაცვლილთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია,