ტაჯიკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ემომალი რაჰმონმა გაიმარჯვა

ტაჯიკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოქმედმა სახელმწიფო მეთაურმა, ემომალი რაჰმონმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 90,9% მიიღო. 

ტაჯიკეთში საპრეზიდენტო არჩევნები 11 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა 85,39%-მა მიიღო მონაწილეობა. 2013 წლის არჩევნებში მან ხმების 83,92% მოიპოვა, ხოლო მოსახლეობის აქტივობა 86,64% იყო.

ემომალი რაჰმონი ქვეყანას 1994 წლიდან ხელმძღვანელობს.