ტაჯიკეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ტაჯიკეთში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების გარდაცვალების პირველი ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

ტაჯიკეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 76-ს შეადგენს. 

დუშანბის მერის რუსთამ ემომალის ბრძანებით, შეიქმნა დროებითი საავადმყოფოები, სადაც 3 ათასზე მეტი საწოლია განთავსებული.