ტაჯიკეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ტაჯიკეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ადგილობრივი დროით 15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტიურობა 75.1%-ს შეადგენდა. ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ბახტიორ ხუდოერზოდამ განაცხადა. 

ტაჯიკეთის კანონმდებლობის თანახმად, არჩევნები გამართულად მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ მასში მონაწილეობას 4,7 მლნ ამომრჩევლიდან 50% მაინც მიიღებს.

ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც საარჩევნო კომისია ხმების დათვლას დაიწყებს. წინასწარი შედეგები, არჩევნების დასრულებიდან 24 საათში გამოცხადდება, ხოლო საბოლოო შედეგები მხოლოდ ორი კვირის შემდეგ იქნება ცნობილი.