თალიბანი აშშ-თან მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად არის

თალიბანის მთავარი მომლაპარაკებლის განცხადებით, მათი კარი ღიაა ვაშინგტონთან მოლაპარაკებების განახლებისთვის. განცხადება ავღანეთში მოხდარი 2 შეიარაღებული თავდასხმიდან, რომელსაც 48 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე საათის შემდეგ გაკეთდა,

თალიბანთან თვეების მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებები აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივით შეწყდა, რასაც წინ აფეთქებებისა და მკვლელობების სერია უძღოდა.