"თალიბანი" გოგონებს სკოლაში მისვლის უფლებას ჰპირდება

რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" პირობას დებს, რომ გოგონებს უფლებას მისცემს საშუალო სკოლაში იარონ. 

Associated Press-ის ცნობით, UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ომარ აბდიმ განაცხადა, რომ "თალიბანის" მიერ დანიშნული განათლების მინისტრი "ჩარჩო პრინციპებზე" მუშაობს, რის მიხედვითაც გოგონებს 6 კლასის ზემოთ სწავლის უფლება მიეცემათ. 

ახალი წესები 2 თვეში შემუშავდება, ავღანეთის 34 პროვინციიდან, ამჯერად გოგონებს სწავლის უფლება მხოლოდ 5 მათგანში აქვთ.