თალიბანის ხელისუფლებამ ავღანეთში ავტომობილებში მუსიკის ჩართვა აკრძალა

თალიბანის ხელისუფლებამ ავღანეთში ავტომობილებში მუსიკა და ქალებისთვის ჰიჯაბის გარეშე ჩაჯდომა აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქაბული ნიუსი" ავრცელებს. 

თალიბანის სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების აღკვეთის სამინისტრომ დაბეჭდილი რეკომენდაციები უკვე დაურიგა მძღოლებს. 

თალიბანმა ქვეყანაში ხელისუფლება აგვისტოში ჩაიგდო ხელში. ისინი ქალებს საზოგადოებრივ ცხოვრებას უზღუდავენ და შარიათის რეჟიმს ამკვიდრებენ.