"თალიბანმა" ბრძანა, მანეკენებს თავები მოჰკვეთონ

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი", რომელმაც ავღანეთში ძალაუფლება ხელში გასული წლის აგვისტოში ჩაიგდო, ბრძანა, რომ მანეკენებს თავები მოჰკვეთონ. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას The Sunday Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მანეკენები, რომლებსაც თავები აქვთ, ისლამში აკრძალულ კერპებთან გააიგივეს, რის გამოც ასეთი ზომების მიღება ბრძანეს.

"თალიბანის" სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ დასავლეთის პროვინცია ჰერათის მაღაზიების მეპატრონეებს დაავალა, მანეკენები მუსლიმურ წესებთან შესაბამისობაში მოეყვანათ.

უწყებაში გააფრთხილეს, რომ ვინც ბრძანებას არ შეასრულებს, მკაცრად დაისჯება.