"თალიბანმა“ გაერო-ში ავღანეთის ელჩი წარადგინა

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" გაერო-ს გენერალურ მდივანს ოფიციალურად მიმართა და ორგანიზაციაში ელჩის პოსტზე სუჰაილ შაჰინი წარადგინა. ამასთან, რადიკალებმა ნიუ-იორკში მიმდინარე მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლაც ითხოვეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ინფორმაციას გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის პრესსპირეკმა, ფარჰან ჰაქმა დაადასტურა. მისი თქმით, ავღანეთის წარმომადგენლის დასანიშნად საჭიროა 9-წევრიან კომიტეტის თანხმობა, რომელშიც აშშ-ის, ჩინეთის და რუსეთის წარმომადგენლებიც შედიან.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, კომიტეტი ორშაბათამდე, გენერალური ასამბლეის დასრულებამდე, შეიკრიბოს და ამიტომ საეჭვოა, "თალიბანის“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მსოფლიო ლიდერებს მიმართოს.