თალიბები აცხადებენ, რომ მათ ყველა ქვეყანასთან მეგობრობა სურთ

რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" მთავრობაში აცხადებენ, რომ ავღანეთი მზადაა, ყველა ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობები და ეკონომიკური კავშირები შეინარჩუნოს. ამის შესახებ დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მოჰამედ ჰასან აჰუნდმა განაცხადა. ინფორმაციას Xinhua ავრცელებს.

მან აღნიშნა, რომ "თალიბანი" არ დაუშვებს, რომ ავღანეთის ტერიტორია სხვა ქვეყნების საფრთხის მიზნით რომელიმე ძალამ გამოიყენოს.

"მისი თქმით, მოძრაობა "თალიბანი" ამჟამად სახელმწიფოს აღსადგენად ყველა ძალისხმევას მიმართავს და ავღანეთზე ზეწოლის ნებისმიერი მცდელობა განწირულია მარცხისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჰუნდმა ასევე მოუწოდა ავღანელებს, გაერთიანდნენ სახელმწიფოს აღდგენის მიზნით, ხოლო ჩინოსნებს - ხალხს ემსახურონ.