თალიბები ავღანეთის ძალების განყოფილებას თავს დაესხნენ

ჩრდილოეთ ავღანეთში, ყუნდუზში, თალიბები ავღანეთის ძალების რამდენიმე განყოფილებას ქალაქის მისადგომებთან თავს დაესხნენ და მათ შორის სასტიკი შეტაკება მოხდა. თუმცა უსაფრთხოების ძალებმა, საჰაერო ძალების მხარდაჭერით, მათი შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. 

შეტაკება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინციდენტის შედეგად თერთმეტი თალიბი გარდაიცვალა და რვა დაიჭრა.