თალიბები ისლამაბადში აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდნენ

პაკისტანის დედაქალაქში თალიბები აშშ-ს ავღანეთის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს, ზალმაი ჰალილზადს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „Reuters“ ავრცელებს.

სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, შეხვედრა თითქმის ერთი საათის განნავლობაში გრძელდებოდა. მოლაპარაკებების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.