თალიბებმა რამადანის დასრულების წინ სამდღიანი ზავი გამოაცხადეს

ავღანეთში "თალიბებმა" რამადანის თვეში მარხვის დასრულების - ეიდ ალ-ფითრის დღესასწაულის წინ სამდღიანი ზავი გამოაცხადეს. ინფორმაციას al Jazeera ავრცელებს..

მოჯაჰედებს განკარგულება მისცეს, რომ დღესასწაულის პირველიდან მესამე დღის ჩათვლით ყველა მოიერიშე ოპერაცია მტრის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეაჩერონ. თუმცა, იქვე ნათქვამია, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან შეტევის შემთხვევაში მოხდეს საპასუხო იერიში და ტერიტორიების დაცვა. ეიდ ალ-ფითრის დღესასწაული ახალი მთვარის გამოჩენაზეა დამოკიდებული და ის ავღანეთში 12, ან 13 მაისს დაიწყება.

თალიბანის ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ქაბულში გოგონათა სკოლასთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 50 ადამიანი, უმეტესობა სკოლის მოსწავლეები დაიღუპა და 100-მდე დაიჭრა. ეს ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო ბოლო იყო უკანასკნელი თვეების განმავლობაში. ხელისუფლებამ ტერაქტის მოწყობაში "თალიბები" დაადანაშაულა. რადიკალურმა დაჯგუფებამ მომხდართან კავშირი უარყო.