თანამდებობის დატოვების შემდეგ, ანგელა მერკელის პენსია 15 ათასი ევრო იქნება

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობის დატოვების შემდეგ პენსიის სახით 15 ათას ევროს მიიღებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მერკელის პენსია განისაზღვრება მისი სამუშაო სტაჟით ბუნდესტაგში, მინისტრთა კაბინეტსა და მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე.

კანონის მიხედვით, ბუნდესტაგის დეპუტატს აქვს უფლება, პენსიის სახით ხელფასის 65% მიიღოს, რადგან საკანონმდებლო ორგანოში მისი სამუშაო სტაჟი 31 წელს აღწევს.

მერკელს, ისევე, როგორც გერმანიის მთავრობის სხვა მეთაურებსა და პრეზიდენტებს, ექნება უფლება, ჰქონდეს ოფისი და ჰყავდეს რამდენიმე თანამშრომელი.

საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 25 სექტემბერს გაიმართება. ანგელა მერკელი, კანცლერის თანამდებობას 16 წელი იკავებდა, ის აღნიშნულ პოსტზე კენჭს აღარ იყრის.