ტანზანიაში პოლიციამ აქციის 3 მონაწილე მოკლა

ტანზანიის მთავარ ოპოზიციური პარტიაშi აცხადებენ, რომ პოლიციამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩვენების წინა დღეს სამი მოქალაქე მოკლა, რომლებიც ტანზანიაში არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. ამის შესახებ ABC News წერს.

"დღეს ნაწილდება საარჩევნო ყუთები წინასწარი კენჭისყრისთვის განკუთვნილ საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიის მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ ამ ყუთებში წინასწარ ჩაყრილი ბიულეტენებია და ისინი ამ უკანონობას აპროტესტებენ", - აცხადებენ ოპოზიციურ პარტიაში.

თავდაპირველად, პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და საბრძოლო მასალები გამოიყენა. შეტაკების დროს 3 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა, მაალიმ შარიფ ჰამადმა პოლიციის მხრიდან განხორციელებული სროლა დაგმო, რის შემდეგაც ის დააკავეს.

არჩევნებში მონაწილე პარტიები ხელისუფლებას შევიწროებაში ადანაშაულებენ.