ტასმანიის მეჩეჩთან 90 ვეშაპი დაიღუპა - PHOTO - VIDEO


ავსტრალიის კუნძულ ტასმანიას დასავლეთ სანაპიროსთან, მაკუორის ყურეში მოხვედრილი 250 ვეშაპიდან 90 უკვე დაიღუპა. არის საფრთხე, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. მაშველები ცოცხლად დარჩენილი პილოტი ვეშაპების გადარჩენას ცდილობენ, რომელთაც დანარჩენი გუნდი ღრმა წლებში უნდა გაიყვანონ. ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

სამაშველო ოპერაციას, სავარაუდოდ, რადენიმე დღე დასჭირდება. ვეშაპების ნაწილი მეჩეჩზეა გაჭედილი, ნაწილი კი სანაპირო ზოლის სიღრმეში, ქვიშაზე ყრია. ვითარებას ისიც ართულებს, რომ მაკუორის ყურე სამაშველო გემისთვის საკმაოდ მიუდგომელია. ვეშაპების გადასარჩენად 40-კაციანი მაშველების ჯგუფი მუშაობს. თავდაპირველად მათ ქვიშაზე გამორიყული ვეშაპები წყალში უნდა დააბრუნონ, შემდეგ კი უკვე ღრმა წყალში გასვლაში დაეხმარონ. სპეციალისტების თქმით, ქვიშაზე გამორიყული პილოტი ვეშაპები საკმაოდ გამძლეები არიან. სინესტისა და სიგრილის პირობებში მათ სამი-ოთხი დღე შეუძლიათ, გაძლონ მიწის ზედაპირზე.