თბილისის მერმა ბაქოში საპატიო დაკრძალვის ხეივანი მოინახულა - PHOTO

ქართული დელეგაცია დედაქალაქის თბილისის მერის, კახა კალაძის ხელმძღვანელობით ბაქოში საპატიო ხეივანი მოინახულა და ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ამის შემდეგ სტუმრებმა პატივი მიაგეს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და "მარადიული ცეცხლის" მემორიალი გვირგვინით შეამკეს.